ანასეულში მცხოვრები 700-მდე ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მაია ცქიტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარ დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ანასეულის წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ანასეულს წყალი უკვე მრავალი წელია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, მოძველებულია ინფრასტრუქტურა და დიდია სასმელი წყლის დანაკარგიც.

„ამ ეტაპზე მომზადებულია პროექტი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო მომსახურებაზე. პროექტი ითვალისწინებს ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე 700 -მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს და სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოების დაწყება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.

გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროექტები.

წელს დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის წყალსადენის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც 3300 ადამიანი წყალს გრაფიკის გარეშე მიიღებს, ურეკში კი გრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ასევე -გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეს სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და იქ ჩასული ტურისტები ისარგებლებენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს