ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება

არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს ბუენოს-აირესის პარლამენტის წარმომადგენლებმა ამცნეს. არგენტინელ პარლამენტარებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.

ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ საქართველოს ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული საზეიმო სიგელი გადასცა, რომლის საფუძველზეც ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება. ელჩმა ბუენოს-აირესის პარლამენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს