სს „ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

სს „ბანკი ქართუ“ 30 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სს „ბანკი ქართუს“ საკრედიტო პორტფელი 0,8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც სესხების 90% იურიდიულ პირებზე მოდის. საკრედიტო პორტფელის საშუალო შეწონილი შემოსავლიანობა წლიურ 9,6%-ს შეადგენს.

სს „ბანკი ქართუს“ დასაკუთრებული ქონების წმინდა საბალანსო ღირებულებამ 2018 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით 35,6 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 2 უმსხვილესი მსესხებელი ჯგუფის დასაკუთრებულ ქონებაზე მოდის 80%-ზე მეტი:

1) თბილისი, ვეკუას ქუჩა #3, ე.წ. „პირიმზეს“ შენობა და თბილისში, მელიქიშვილის გამზირი #12, მიწის ნაკვეთი - 20,1 მლნ ლარი.

2) თბილისი, სოფ. დიდი ლილო, ქარხანა „ინტერპლასტი“ - 8,9 მლნ ლარი.

წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს აღნიშნული ქონების მესაკუთრე პირებმა მონაწილეობა მიიღეს სს „ბანკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობაში. მსესხებლებთან მოლაპარაკების გზით მოხდა ჩამოწერილი სესხების და ბანკისთვის ჩამორთმეულ ქონებებზე იპოთეკის უფლების აღდგენა. სესხის დაუფარავობის გამო, 2016-17 წლებში ბანკმა დაისაკუთრა აღნიშნული ქონებები. ამჟამად მიმდინარეობს ამ აქტივების რეალიზაციის პროცესი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა