საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილისთანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შესახებ საუბარია კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ასევე უნდა დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.

როგორც კომისიის წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, ინციდენტის დღეს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები.

ამასთან, რატიანის თქმით, სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს ევალებოდა მოკვლევა ჩაეტარებინა ამ მოვლენების, თუმცა დღემდე არ მომხდარა 2017 წლის 1-ელი დეკემბრის ტრაგედიის შესწავლა განათლების სისტემაში.

„ჩვენი რეკომენდაციები არის შემდეგი, რომ უნდა დადგეს მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან, მანდატურის სამსახურს არ გაუკეთებია მოკვლევა ამ ძალიან სერიოზული პრობლემის და არ დაუდგენია გადაცდომები. შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მანდატურის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს და ასევე მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა უნდა დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის თინათინ ყენიასი“, - აღნიშნა რატიანმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კომისიის რეკომენდაციით, სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე უნდა განისაზღვროს დირექტორის პასუხისმგებლობა. ამასთან, განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ანტიბულინგური პროგრამა და ხელი შეეწყოს და განვითარდეს სასკოლო მედიაციის პროგრამა.

„ის, რომ სხვადასხვა საფეხურებზე მყოფი მოსწავლეები, ანუ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები არიან ერთად, ეს ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას და ხშირ შემთხვევაში ბულინგის გამომწვევი მიზეზია. აქედან გამომდინარე X, XI, XII, კლასი უნდა გაიმიჯნოს სკოლის დანარჩენი საფეხურებისგან და გავიდეს ცალკე. ამასთან, უნდა გაიმიჯნოს სივრცეები საბაზო და დაწყებით სკოლებში. მათ უნდა ჰქოდეთ ცალკე სასადილო, სპორტული დარბაზი, სამოძრაო კიბე და ა.შ. აუცილებელია რათა უფროსკლასელებს და უმცროსკლასელებს არ ჰქონდეთ საეთო საკონტაქტო სივრცეები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო