ფოთში აფეთქების შედეგად დაშავებული 16 წლის ბავშვი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავებული 16 წლის ბავშვი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას გუშინ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მოზარდს ქალა-ტვინის დაზიანება ჰქონდა. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამის მკრუნალობას გადის.

ფოთში, გუშინ ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი ადამიანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 42 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს