"ჯორჯიან მანგანეზი" - ზესტაფონის მერიასთან ერთობლივი პროექტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძისა და "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სოციალური დახმარების განმხილველი კომისიის პირველი შეკრება შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს, სოციალური დახმარების პროექტი იმ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ითვალისწინებს, რომელთა პრობლემის მოგვარებას მოქმედი სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.

კომისიის მიერ განხილული განცხადებებიდან, ნაწილი დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილი - შესაბამისი რეკომენდაციით, "ჯორჯიან მანგანეზს"გადაეგზავნა.

„ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, კომისიის მიერ განხილული და დაკმაყოფილებული განაცხადების ნაწილი მერიის, ნაწილი კი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსდება. გარკვეული რაოდენობის განაცხადების დაფინანსება ერთობლივადაც განხორციელდება“, - ნათქვამია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შეუძლებელია, მუნიციპალური შესაძლებლობები გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რაც ამ ადამიანების წინაშე დგას, მე დიდ მადლობას ვუხდი ნიკოლოზ ჩიქოვანს და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", მათი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოჩენილი კეთილი ნებისთვის, რომლებმაც ასე გაითავისეს ამ ადამიანების უმძიმესი პრობლემები და გაუწოდეს დახმარების ხელი", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

„კახაბერ მახათაძესთან ერთად, გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ძალისხმევა და რესურსი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის რაც შეიძლება მეტი მცხოვრების დახმარება და მათი მდგომარეობის შემსუბუქება შევძლოთ", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს