საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ 10 დაავადებას შორის სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ინფექციები ლიდერობს

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში რეგისტრირებულ დაავადებათა შორის ყველაზე მეტად ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებია გავრცელებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებიდან ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებით ავადდება, რომელთა რაოდენობაც 405 641-ია.

დაავადებათა ჩამონათვალში მეორე ადგილს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები იკავებს. კერძოდ, 2017 წელს ჰიპერტენზიული ავადმყოფობების 376 219 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, იმ რეგისტრირებულ დაავადებათა პირველი ათეული, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, შემდეგნაირად გამოიყურება: 1) სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები - 405 641 შემთხვევა; 2) ჰიპერტენზია - 376 219 შემთხვევა; 3) პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები - 282 518 შემთხვევა; 4) შაქრიანი დიაბეტი - 112 299 შემთხვევა; 5) ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები - 109 265 შემთხვევა, 6) დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა; 7) კატარაქტა - 57 707 შემთხვევა; 8) პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 49 923 შემთხვევა; 9) დერმატიტი და ეგზემა - 45 952 შემთხვევა; 10) შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა.

რაც შეეხება უფრო მძიმე დაავადებებს, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების (ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ჩათვლით) 8 ათასზე მეტი და ანემიების 28 555 დაავადებაა რეგისტრირებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს