საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია დასრულდა

საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ, 6 სექტემბერს, ამოიწურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად აწარმოა კამპანია მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებითაც კონკურსის შესახებ, დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირების და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე შევიდა 29 797 კონკურსანტის განცხადება, საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილას 1. 37 განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ცესკომ უკვე მიმართა რეკომენდაციებით საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ შემდეგი კრიტერიუმები: კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება; საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება; საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა; საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს.

„ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ცესკო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი“, - განაცხადა მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა