მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა

ჩვენ გვჭირდება ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა იმ ძირითად საკითხებში, რომელიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის, კეთილდღეობის მიღწევისთვის და ასევე ჩვენი მთავარი მიზნისთვის, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ამბიციური მიზნები აქვს, რომ იყოს მოწინავე ადგილებზე დემოკრატიისა და გამჭვირვალობის კუთხით.

„ჩვენ გვჭირდება ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა იმ ძირითად საკითხებში, რომელიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის, კეთილდღეობის მიღწევისთვის და ასევე ჩვენი მთავარი მიზნისთვის, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ჩვენ ძალიან მტკიცე ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიის მშენებლობისთვის. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ. ამის მაგალითად შემიძლია დავასახელო ის უნიკალური შემთხვევა, რომელიც გვქონდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როდესაც საქართველო მოხვდა საუკეთესო 5 ქვეყანას შორის, რომლის საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა არის საუკეთესო. სწორედ ასეთი ამბიციური მიზნები გვაქვს ჩვენ, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის კუთხით, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ადგილებზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ ადგას დემოკრატიისა და დიდი ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას.

„ამ გზაზე ზურგს გვიმაგრებს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას - ჩვენთვის ევროპული ოჯახი არ არის პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ეს არის ის ოჯახი, ის სივრცე, სადაც ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ამ საერთო ცივილიზაციის შექმნაში ჩვენ შევიტანეთ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. სწორედ ევროპა და ევროკავშირი არის ის ერთადერთი ოჯახი, სადაც საქართველო შესაძლოა დაბრუნდეს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა