მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება „მესტია-2018“ ჩატარდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმური სწავლება პირველად გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანებიდან“ აცნობეს, აქამდე აეროპორტში მხოლოდ არასრულმასშტაბიანი სწავლებები იმართებოდა, სადაც მარტო ერთი უწყება იყო ჩართული.

აღნიშნული გაერთიანების ორგანიზაციით, ,,მესტია - 2018“-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და მესტიის აეროპორტის პერსონალმა, „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა.

„სწავლების სცენარის მიხედვით, მესტიის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს „საქაერონავიგაციის“ დამხმარე ნაგებობაში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება ,,მესტია - 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება“, – აცხადებენ სწავლების ორგანიზატორები.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც მესტიის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა მალხაზ ნაკანმა გამართა და სწავლების შედეგებები შეაჯამა.

,,მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. წელს პირველად ჩატარდა მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,“ – განაცხადა მალხაზ ნაკანმა.

საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად ტარდება. მესტიის შემდეგ პრაქტიკული სწავლება ამბროლაურის აეროპორტში გაიმართება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს