დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იყო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საერთაშორისო მხარდამჭერის უზრუნველმყოფი თითქმის ყველა მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი, ორგანიზაცია თუ პროგრამა: USAID და მისი ეგიდით მოქმედი დარგობრივი პროგრამები, KfW, EBRD, EIB, ევროკავშირის წარმომადგენლობა, მსოფლიო ბანკი, IFC, ADB და ნორვეგიის მარეგულირებელი ორგანო (NVE).

შეხვედრაზე განიხილეს საკონსულტაციო კომპანიების - Nord Pool Consulting-ის (ნორვეგია) და Bluberries-ის (გერმანია) მიერ შემუშავებული „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ორგანიზაციული კონცეფცია." როგორც შეხვედრაზე კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა განაცხადა, კონცეფციის შედგენა იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარმატებით ხორციელდება ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პირობების შექმნას.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საგნობრივი დისკუსია, სადაც კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა პასუხი გასცა დასმულ კითხვებს და განმარტა, რომ საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბირჟის (Power Exchange) დაფუძნება და თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, წლებზე გაწერილი სტრატეგიის გამოყენებით. ამასთან, ეს რეფორმა არსებითად დაახლოებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ევროკავშირის სამიზნე მოდელთან და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს