რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში წარმომადგენლების დანიშვნა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე უხეში შეჭრაა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების დანიშვნას „მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე უხეშ შეჭრად“ აფასებს. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა.

„კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების-ეპისკოპოსების დანიშვნა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და კიევის და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა უპრეცედენტო, უხეში შეჭრა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე. ასეთი ქმედებები არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“, - განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდამ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში კიევში თავის ეგზარქოსებად დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს