ვლადიმერ ვაისი - მიუხედავად პენალტით გამარჯვებისა, ჩვენ ეს წარმატება დავიმსახურეთ

კმაყოფილი ვარ შედეგით, მიუხედავად პენალტით გამარჯვებისა, ჩვენ ეს წარმატება დავიმსახურეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბუთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ლატვიასთან მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების მიზანია ჯგუფში პირველი ადგოლის დაკავება და ამ მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.

"რთული იყო დაცვითი გუნდის წინააღმდეგ თამაში. დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშისთვის ანდორას წინააღმდეგ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანია ნაბიჯ-ნაბიჯ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დავიკავოთ. მნიშვნელოვანი თამაში იქნება ანდორასთან და შესაძლოა გადამწყვეტი მატჩი აღმოჩნდეს სტუმრად ლატვიასთან. მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანით გავიმარჯვეთ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა და გვგულშემატკივრობდა",- განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო