ნიკა მელიას რუსთაველზე დაკავების საქმესთან დაკავშირებული პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი იკითხება, რომელმაც მელია რუსთაველის გამზირზე დააკავა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოწმე გაგა ბზიკაძეს ნიკა მელია სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდა. მელიამ მოწმე სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.

"თქვენ ურცხვად ტყუიხართ და თქვენ ხართ დამნაშავე. გააყალბეთ ოქმი და ახლა სასამართლოს ატყუებთ, თითქოს ყველაფერი ჩემი დაკავების დღეს გააკეთეთ. აქედან გახვალთ, ფორმას ჩაიცვამთ და გააგრძლებთ დანაშაულებრივ საქმიანობას. თქვენ არცხვენთ იმ პატრულების ღირსებას, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქვეყანას და მოქალაქეებს", - მიმართა გაგა ბზიკაძეს ნიკა მელიამ.

თავის მხრივ, მოწმემ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს მოუწოდა, შეეწყვიტა მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამასთან, გაგა ბზიკაძემ განმარტა, თუ რატომ დაიბარა ნიკა მელია ადმინისტრაციული ოქმის გასაცნობად აგვისტოში.

"გარკვეული პერიოდი საქართველოში არ ვიმყოფებოდი და როდესაც ჩამოვედი, დავუკავშირდი ნიკა მელიას. თავიდან არ მიპასუხა, სმს-ის გაგზავნის შემდეგ მიპასუხა და მითხრა, იურისტთან გავივლი კონსულტაციასო. დაახლოებით 15 წუთში გადმომირეკა და დამიწყო ყვირილი, თითქოს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მელაპარაკებოდა, ისე დაიწყო საუბარი. მე მოვუწოდე, რომ კორექტულად ესაუბრა და ვკითხე, მოვიდოდა თუ არა ადმინისტრაციული ოქმის გასაცნობად, რაზეც მიპასუხა, რომ არსადაც არ მოვიდოდა", - განაცხადა მოწმემ.

ნიკა მელია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება. კერძოდ, ნიკა მელიას პოლიცია კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების შემდეგ მელია ხელწერილით გაათავისუფლეს, მისი საქმის სასამართლო განხილვა კი სექტემბერში დაიწყო.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია