ზაზა გაბუნია - სალომე ზურაბიშვილის შანსები გაიზარდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი

სალომე ზურაბიშვილი არის ლიდერი ამ საპრეზიდენტო მარათონში. მისი ეს შანსები გაიზარდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ზაზა გაბუნიას შეფასებით, კანდიდატის შერჩევისას მათ იხელმძღვანელეს კრიტერიუმით, თუ ვინ მოახერხებდა ყველაზე უკეთ ჩამოეყალიბებინა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტობის ტრადიცია.

"სალომე ზურაბიშვილს აქვს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, კარგი დიპლომატიური გამოცდილება და ნაყოფიერი საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება ანუ ბევრი რამე იმისთვის, რათა დავინახით, რომ ის არის ლიდერი ამ საპრეზიდენტო მარათონში. მისი ეს შანსები გაიზარდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი," - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა