ბათუმში მედიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იბერიას" სოლიდარობის აქცია გამართეს

ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია გამართეს.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ისინი ტელეკომპანია „იბერიას" მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითრებული მოვლენები ქმნის საშიშროებას, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში საღი აზრი ნებისმიერი მედიასაშუალებიდან უნდა ისმოდეს.

„მედიას აქვს გარკვეული პრობლემები მუშაობაში და ბუნებრივია კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს. რაც მთავარია ტელეკომპანიაში ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ",- განაცხადა აქციის მონაწილე მალხაზ ჭკადუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო