არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მომავალშიც დამოუკიდებელი, თავისუფალი და კრიტიკული მედიის პირობებში გავაგრძელებთ საქმიანობას

"ჩვენ ერთგული ვრჩებით პრინციპების და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც დამოუკიდებელი, თავისუფალი და კრიტიკული მედიის პირობებში გავაგრძელებთ საქმიანობას",- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.

დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი ღირებულებაა მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი". "ღიმილის მომგვრელია, როდესაც ოპოზიცია გვაბრალებს, თითქოს ჩვენ გვინდა რომელიმე მედიის მითვისება. ეს არის სასაცილო ბრალდება, რადგან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ახალი მედიასაშუალების შექმნის შესაძლებლობა და რესურსი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, არაეთიკურია, მმართველ პარტიას ჰქონდეს თავისი ტელევიზია, რასაც ვერ ვიტყოდი ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე, რომელსაც ნამდვილად აქვს თავისი მედიასაშუალებები საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ პრინციპების და მომავალშიც, ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი და კრიტიკული მედიის პირობებში გავაგრძელებთ საქმიანობას",-განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება "იბერიასთან" დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე, თალაკვაძე პასუხობს, რომ "ეს საგამოძიებო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს". "ფიქრის საგანი ეს არ არის, ეს არის კანონმდებლობის საგანი და უნდა გადაწყვიტოს საგამოძიებო ორგანომ",-აღნიშნა თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „იბერია“ უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა