დავით მათიკაშვილი - არ შეიძლება ტელეკომპანია, მედიის თავისუფლება გამოყენებული იყოს ფარად, რომლის უკან გადასახადების გადაუხდელობა იმალება

არ შეიძლება ტელეკომპანია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი გამოყენებული იყოს ფარად, რომლის უკანაც გადასახადების გადაუხდელობა იმალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

ამ კონტექსტში მათიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ წავიდა დრო, როცა ხელისუფლება ბიზნესის საქმიანობაში უხეშად ერეოდა.

„კერძო პირებს შორის საუბრის ჩანაწერი პირადად მე არ მომისმენია. თუკი რაიმე კითხვის ნიშნები ჩნდება, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. ამავე დროს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გადასახადების გადახდა არის ყველა გადამხდელის ვალდებულება. არ შეიძლება ტელეკომპანია, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი გამოყენებული იყოს ფარად, რომლის უკან გადასახადების გადაუხდელობა იმალება. 51 მილიონი იმ ფულის ნაწილია, რომლითაც გაიცემა პენსიები, სოციალური დახმარებები და რომლითაც სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. სახელმწიფოს წინაშე ყველა თანასწორია და გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს