საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უწყება განმარტავს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

უწყების ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი, უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მათივე ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე არა აქვთ გავლილი რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საარჩევნო მიზნებისთვის, საშუალება აქვთ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას) ან\და გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკოსნულო სამსახურის ვებ გვერდზე: www.geoconsul.gov.ge“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა