გია გაჩეჩილაძე - საუბარია, რომ ის ტერიტორიები, სადაც მარიხუანას წარმოების ლიცენზიები შესაძლოა გაიცეს, იყოს მკაცრად დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე საქართველოში მარიხუანას წარმოების და ექსპორტზე გატანის საკითხი განიხილეს. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინიციატივას უმრავლესობის ნაწილი ეთანხმენა, ნაწილი კი - არა.

"ვერსიების დონეზე არსებობს ეს საკითხი. შემოვა კანონპროექტი და ყველაფერი გახდება ნათელი. ჩვენ ძალიან გაგვჭედა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და გვიწევს ვაკუუმის შევსება. რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციას, საუბარი იყო იმაზე, რომ იყოს თუ არა შესაძლებელი სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას ექსპორტი. საუბარია მხოლოდ ექსპორტზე და ის ტერიტორიები, სადაც ლიცენზიები შესაძლოა გაიცეს, იყოს მკაცრად დაცული. ამაზე საუბარი გუშინდელ სხდომაზეც იყო და ადრეც იყო განხილვა. შსს ესწრებოდა ამ სხდომას და ეს ვერსია შესაძლოა, ითქვას მისიც არის. უმრავლესობის ნაწილი ეთანხმება ამ ინიციატივას, ნაწილი არა",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს