10 სექტემბერს საქართველოში უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასები გავრცელდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 7 სექტემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. 8 და 9 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე PM10-ის მომატებული კონცენტრაციები არ დაფიქსირებულა, ხოლო რაც შეეხება 10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელების გამო თბილისის ოთხივე ავტომატურ სადგურზე კვლავ დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წერეთლის გამზირზე აღინიშნა, რაც ნორმას 1,6-ჯერ აღემატებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბრის 15 საათის მდგომარეობით მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციებმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაიკლო და ამჟამად ნორმის ფარგლებშია.

ამ დღეების განმავლობაში, ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

10 სექტემბერს საქართველოში უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასები გავრცელდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 7 სექტემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. 8 და 9 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე PM10-ის მომატებული კონცენტრაციები არ დაფიქსირებულა, ხოლო რაც შეეხება 10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელების გამო თბილისის ოთხივე ავტომატურ სადგურზე კვლავ დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წერეთლის გამზირზე აღინიშნა, რაც ნორმას 1,6-ჯერ აღემატებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბრის 15 საათის მდგომარეობით მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციებმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაიკლო და ამჟამად ნორმის ფარგლებშია.

ამ დღეების განმავლობაში, ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო