დავით ბაქრაძე - ქმედით პრეზიდენტთან ერთად ქვეყანას აუცილებლად ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამბროლაურში მხარდაჭერებს შეხვდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, „ადგილობრივები რეგიონში ჰესის მშენებლობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ“. პარტიის ინფორმაციით, ამ საკითხის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.

„ძალიან ბევრია გასაკეთებელი და უკეთესობისკენ შესაცვლელი ამ ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ქვეყანას სჭირდება ქმედითი პრეზიდენტი; პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება ჩაკეტილი კაბინეტში, რომელიც არ ამოეფარება კანონს და არ დაკავდება მხოლოდ ვეტოების დადებით; არამედ, იქნება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხთან და იმუშავებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც შეაწუხებს ჩვენი პენსიონერების და სოციალურად დაუცველების გაჭირვება, რომელიც იმუშავებს პრობლემების გასაუმჯობესებლად. წარმოუდგენელია, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც არ ეტკინება უმუშევრობა - ჩვენი ხალხის ყველაზე მეტი ტკივილი, არ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მეტი ინვესტიცია; შეიქმანას მეტი სამუშაო ადგილი და უცხოეთში დროებით წასულ ქართველებს ქონდეს უკეთესი სამუშაო პირობები და უფრო მეტი ხელფასი. წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც არ შეაწუხებს ახალგაზრდების პრობლემები, რომელთაც არ აქვთ სრულფასოვანი განათლების და შემდეგ დასაქმების საშუალება. ამიტომ ამ ყველაფერს ქმედითი პრეზიდენტი სჭირდება და ქმედით პრეზიდენტთან ერთად ქვეყანას აუცილებლად ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე. სწორედ ამას ემსახურება არჩევნები და ეს უნდა იყოს ჩვენი ხალხის არჩევანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა