სეულში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომს ეწვივნენ.

ისტორიული ადგილი, სადაც 1953 წელს ხელი მოეწერა კორეის დაზავების ხელშეკრულებას, ნახევარკუნძულის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით, საერთო უსაფრთხოების ზონაში (JSA) მდებარეობს. 2018 წლის 27 აპრილს, სწორედ სოფელ პანმუნჯომში შედგა შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა „პანმუნჯომის დეკლარაციას“.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა დაზავების ადგილის მონახულებისას განაცხადა, რომ 27 აპრილს შემდგარი სამიტი სამშვიდობო პროცესში მიღწეული უპრეცედენტო პროგრესის მაჩვენებელია და მომავალში მხარეებს შორის ურთიერთობების გამყარების რეალურ იმედს იძლევა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შოთა ხაბარელის თქმით, მისასალმებელია მხარეებს შორის მიღწეული ხელშესახები შედეგები კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარების მიზნით.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია მხარეებს შორის მიღწეული ხელშესახები შედეგები კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარების მიზნით. მიმდინარე პროცესი სამაგალითოა მსოფლიოსთვის და ემსახურება კორეელი ხალხისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი.

დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 12 სექტემბერს დასრულდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“