ნუკრი ქანთარია დიდგორობაზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა და საკუთარი დაბადების დღე ვერ გადაგვიხდია სახლში - ამ საკითხის გამო უმრავლესობის დატოვებასაც ვაპირებდი

დიდგორობის დღესთან დაკავშირებით ჩემს მიერ წარდგენილი პროექტის გაჩერებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მყიფეა - ამის გამო უმრავლესობის დატოვებასაც ვაპირებდი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

როგორც ქანთარიამ განმარტა, მისი თანაავტორობით წარდგენილი კანონპროექტი ხელოვნურად - სიტყვიერ დონეზეა გაჩერებული და ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტს არ ეძლევა საშუალება, რომ პროექტი მეორე მოსმენაზე გაიტანოს.

“ჩემთვის ცოტა უხერხული და უსიამოვნო მომენტია. საერთოდ ასე ხდება - რასაც მნიშვნელოვანს დააგდებ და არ გაუფრთხილდები, იმას ვინმე აუცილებლად აიღებს. რა თქმა უნდა, უხერხულობა არის. ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით გატანილია. მე მქონდა დიდგორობის დღის სახელმწიფოებრივ რანგში ატანისა და აღნიშვნის იდეა. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მას დიდი გამარჯვების დღეს დავარქმევდით და ამას ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის გავაკეთებდით, რადგან ჩვენ ფაქტიურად სულ დამარცხების დღეებს აღვნიშნავთ და ვდგავართ დამწუხრებულები. საკითხს პირველი მოსმენით უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პროექტი ხელოვნურად არის გაჩერებული, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მყიფეა. თუ რამემ ხელი შეუშალა, აქ საჭირო იყო დიპლომატიის ჩართვა. მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტური უსუსურობა გამოამჟღავნა. იყო სისინ-წიწინი ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მხრიდან - იმის მაგივრად, რომ ჩვენს მიერ აღებული ინიციატივა გაგვეტანა. არ ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი დაქცევა უნდა მოჰყოლოდა. ამაში მარტო არ ვიყავი. პროექტის წარდგენაში რამდენიმე კოლეგამ მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კოლეგების გამო, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაყენებინა ისინი, გარკვეული ხნით თავი შევიკავე. პარლამენტში პირველი მოსმენით გასული საკითხი სიტყვიერად არის შეჩერებული და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს არ ეძლევა საშუალება, რომ ის მეორე მოსმენაზე გაიტანოს. იყო საკმაოდ რთული და მტკივნეული დღეები. ამის გამო უმრავლესობის დატოვებასაც ვაპირებდი, მაგრამ ანგარიში გავუწიე კოლეგებს, რომლებიც პროექტის თანაავტორები იყვნენ. ხალხს, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა და ამის პრეტენზია გვაქვს, საკუთარი დაბადების დღე ვერ გადაგვიხდია სახლში - ჩვენი წინაპრის ასეთი დიდი გამარჯვების“, - განაცხადა ქანთარიამ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე

დეპუტატის აზრით, 12 აგვისტოს მხოლოდ უქმე დღედ გამოცხდება საკმარისი არ არის და დიდგორობის აღნიშვნა სახელმწიფოებრივად მაღალ დონეზე - მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს, რასაც მისი პროექტი ითვალისწინებს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილ, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა