სალომე ზურაბიშვილი - მმართველმა პარტიამ გაათვითცნობიერა, რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში იკავებდეს ყველა ადგილს, რაც სახელმწიფოში არსებობს

ვიცოდი, რომ გამარჯვების შანსი ნაკლებად მქონდა, როგორც სრულიად დამოუკიდებელ კანდიდატს, მაგრამ დღეს ვიცი, რომ ძალიან დიდი შანსი მაქვს იმის გამო, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, ნუთუ ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი აღარ ვიქნები?!, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გაათვითცნობიერა, რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში იკავებდეს ყველა ადგილს, რაც სახელმწიფოში არსებობს და უნდა დაუთმოს ადგილი დამოუკიდებელ დეპუტატს ან თავისუფალ, დამოუკიდებელ მესამე ძალას.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო ორი დღის წინ, იყო ისტორიული. ცხადია, ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი და ვიქნებოდი ბოლომდე, მაგრამ ვიცოდი, რომ გამარჯვების შანსი მქონდა ნაკლებად, როგორც სრულიად დამოუკიდებელ კანდიდატს, მაგრამ დღეს ვიცი, რომ ძალიან დიდი შანსი მაქვს იმის გამო, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული. ნუთუ ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი აღარ ვიქნები? - არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი აღარ ვიქნები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის რაც არის პრინციპული, წითელ ხაზებზე ვერავინ გადააბიჯებს, ვინც არ უნდა იყოს მმართველი თუ არამმართველი, ამაზე ვიქნები პრინციპული, დამოუკიდებელი. ამავე დროს ეს იმას ნიშნავს, რომ მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შედეგებისთვის ვითანამშრომლოთ. თანამშრომლობა უნდა დაიწყოს ადგილზე, რეგიონებიდან და ავიდეს ზემოთ, რათა საქმეზე ორიენტირებული და შედეგიანი იყოს ყველაფერი. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, შედეგისთვის, ასევე ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და მომავლისთვის. ასე შეაფასეს ეს გადაწყვეტილება ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ გაათვითცნობიერა, რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში იკავებდეს ყველა ადგილს, რაც სახელმწიფოში არსებობს და უნდა დაუთმოს ადგილი ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ დეპუტატს, სხვა შემთხვევაში თუ ამის საშუალება მოვიდა ოდესმე - თავისუფალ, დამოუკიდებელ მესამე ძალას, რომელსაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ელის, მაგრამ ეს ძალა არ ჩანს, ჩანან მხოლოდ დესტრუქციული ძალები. ეს არის წინგადადგმული, დემოკრატიული და ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯი ჩვენთვის ყველასთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს