ზაზა სარალიძე - ჩვენ მანამ ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება

არ მაქვს იმედი, რომ ჩემი შვილის მკვლელობას ესენი გამოიძიებენ, - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ,ზაზა სარალიძემ განაცხადა. სარალიძემ სიტყვით გამოსვლა გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავთა მიმართ ბოდიშის მოხდით დაიწყო.

როგორც სარალიძემ განაცხადა, ის პარლამენტის წინ იქნება მანამ, სანამ არ მოხდება ხელისუფლებისა და არსებული სისტემის შეცვლა. მან მმართველი პარტიის წარმომადგენლები დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

,,ჩვენ მანამ ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება, რადგან ისინი თავად არიან მკვლელები და მკვლელების ხელის დამფარებლები“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც, რომელმაც მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდა.

,,დღეს ხალხი მოემატა და ცოტა იმედი გამიჩნდა. ნუ დარჩებით სახლში, დავდგეთ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. მე, პანკისში მცხოვრები ჩვეულებრივი კაცი მივხვდი, რომ ეს ხელისუფლება არის მონსტრთა კონა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო