თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ავღანეთში დაღუპული სამხედროების შვილები სკოლაში მიიყვანეს

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ავღანეთში დაღუპული სამხედროების შვილები სკოლაში მიიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, ავღანეთში საერთაშორისო მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილის შვილი - გიორგი ნარინდოშვილი სკოლაში მიიყვანა. გიორგი ნარინდოშვილი წელს პირველად მივიდა სკოლაში. ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა უწყების ვალია.

„წელს, პირველ კლასში შევიდა ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ბორის ცუგოშვილის შვილი - საბა ცუგოშვილიც. ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში მიიყვანეს. რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი და კაპრალი ბორის ცუგოშვილი 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვნიციაში დისლოცირებულ 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთ-ერთი ბაზის სათვალთვალო პუნქტ „ორბზე“ თავდასხმისას გარდაიცვალნენ. ორივე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია