ლილოსთან, სადაც სატვირთო ავტომობილების მძღოლების აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ლილოს გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების მობილიზება იმას უკავშირდება, რომ აქციაზე შეკრებილი მძღოლები გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

მძღოლები ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლის სახმელეთო იმპორტი იკრძალება. მძღოლები ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიმართავენ, რომ პრობლემით დაინტერესდეს და მათი მოთხოვნებს აქციაზე, ადგილზე გაეცნოს.

მძღოლების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დაშლას არ აპირებენ.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ხორბლის გადაზიდვით არიან დაკავებული, უკვე რამდენიმე დღეა რაც აქციას მართავენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება