ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ 27 სექტემბერს „კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაა.
„პროგრამა დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას სადოქტორო ნაშრომი, მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. პროგრამის დოქტორანტები სრულ დაფინანსებას იღებენ „ფოლკსვაგენის ფონდისა“ და „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"