ზვიად ძიძიგური - სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული, კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა მარტვილში განაცხადა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს მიმართა.

“ქალბატონ სალომეს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული, კარგი საქმე აქვს გაკეთებული, რაზეც ორიოდე წუთით თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო. ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მილიონზე მეტი მოქალაქე ჰყავს ემიგრაციაში საქართველოდან.

ჩვენ, კარგად გვახსოვს რა პროცესები წარიმართა ქვეყანაში 1992 წლის შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი უცხოეთშია წასული და დღესაც ტირის, ისე უნდა საქართველოში დაბრუნება. ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებულიყო, ეს ინიციატივა ქალბატონ სალომეს ეკუთვნის, მან შემოიტანა და ჩვენ ასეთი ტიპის ფორმულირება მივიღეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონმა სალომემ, როგორც დიდი ემიგრაციის, ყველაზე ძველი ემიგრაციის წარმომადგენელმა საქართველოს პირველი მთავრობიდან, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება”,- განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია