კრიპტომატი - სიახლე ქართულ ბაზარზე

კრიპტომატი - სიახლე ქართულ ბაზარზე

საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, თუმცა ბირჟებზე რეგისტრაცია და ვაჭრობა, ხშირად, პროცედურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია - “კრიპტომატი” გამოჩნდა, რომელიც კრიპტოვალუტის შეძენისა და ლარში განაღდების ყველაზე მარტივი საშუალებაა.

კრიპტომატი კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების - ბიტკოინის (BTC) და ლაითკოინის (LTC) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

მომდევნო კვირიდან კრიპტომატებს კიდევ 2 ვალუტა - ეთერიუმი (ETH) და ბიტკოინქეში (BCH) ემატება.

კრიპტომატის გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება, წამებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაინტერესებულ პირს კრიპტოვალუტის ონლაინ საფულე არ აქვს, მას კრიპტომატის საშუალებით სასურველი ვალუტის ყიდვა, აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით, მაინც შეუძლია.

ოპერაციის სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას, კომპანიაში კონკურენტულ უპირატესობებად მიიჩნევენ. ამიტომ, კრიპტომატები საყოველთაო თავშეყრის ისეთ ადგილებშია განთავსებული, როგორებიცაა მათ შორის, სავაჭრო ცენტრები (გალერია თბილისი და თბილისი მოლი).

ამჟამად, თბილისში 3 კრიპტომატი ფუნქციონირებს. თუმცა წარმატებულმა სტარტმა განაპირობა, რომ მომდევნო თვეში თბილისს კიდევ 2, ბათუმს, ქუთაისსა და თელავს კი თითო-თითო კრიპტომატი შეემატება.

კრიპტომატის საშუალებით ერთჯერადად მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება შეიძლება.

„კრიპტომატი“ ვითარდება და კომპანიის წარმომადგენლები მასშტაბების გაფართოებასა და რეგიონის ქვეყნებზე გასვლას არ გამორიცხავენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში მსოფლიო კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულება 331 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრმა ციფრულმა ვალუტამ 2018 წლის მინიმუმი დააფიქსირა. უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ციფრული ვალუტების კაპიტალიზაცია 210-220 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. ჯერ კიდევ 1-ელ ივნისს კი 331 მილიარდი იყო, ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროიდან 11 კვირის შემდეგ მან ღირებულების 36% დაკარგა და გასული წლის ნოემბრის ღირებულებას დაუბრუნდა.

ზაფხულში ბიტკოინის ფასი 1000 დოლარით, 6500 დოლარამდე შემცირდა. ამასთან, სხვა კრიპტოვალუტები კიდევ უფრო გაუფასურდნენ. ამიტომ, ბიტკოინის წილი ციფრული ვალუტების ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდა და 53% შეადგინა.

(R)