მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლამდელი აღზრდის მეთოდისტების სწავლება მიმდინარეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლამდელი აღზრდის მეთოდისტების სწავლება მიმდინარეობს.

მეთოდისტების გადამზადების პროგრამა აღნიშნულმა ცენტრმა განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშვა და ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის 602 მეთოდისტის გადამზადებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ცენტრში მეთოდისტთა გადამზადების პროცესი დღეს „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიშვილმა მოინახულეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის უფლებების დროებით შემსრულებელის დავით ხვედელიძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდისტების/სასწავლო პროგრამის კოორდინატორის პროფესიული მომზადების საბაზო კურსის ტრენინგის მიზანია ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების გაცნობა. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბავშვის განვითარება, კეთილდღეობა, ხარისხიანი პროგრამის დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება, მშობლებთან ურთიერთობა და სხვა.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგპროგრამა – "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მომზადების საბაზო კურსი" ითვალისწინებს შემდეგ თემატიკას: ადრეული განათლების ფილოსოფია, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები და კურიკულუმები, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, საგანმანათლებლო გარემო, მეთოდოლოგია, ბავშვზე დაკვირვება და შეფასება.

ხვედელიძის თქმით, ტრენინგპროგრამა 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათისგან შედგება.

„პროგრამის ფარგლებში სულ გადამზადდება 602 მეთოდისტი/პროგრამის კოორდინატორი ამ ეტაპზე ტრენინგს გაივლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 170-მდე მეთოდისტი/სასწავლო პროგრამის კოორდინატორი თბილისიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან“, – განაცხადა დავით ხვედელიძემ.

მისივე თქმით, ტრენინგი 70-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდისტმა/სასწავლო პროგრამის კოორდინატორმა გაიარა.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს“ ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმაში ჩაერთვენ.

„ამჟამად ტრენინგები მიმდინარეობს აღმზრდელ პედაგოგების სტანდარტის ინტეგრირებისთვის. სააგენტო და საბავშვო ბაღების მეთოდისტები ჩართულები არიან ამ ტრენინგებში და ინტენსიური გადამზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ტრენინგის წარმატებით დსრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ.

თავის მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელების გადამზადება განათლების კანონის შესაბამისად ხორციელდება.

„მეთოდისტების მომზადების ტრენინგის ამ ციკლს შევაფასებდი, როგორც სკოლამდელი რეფორმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რადგან სწორედ ამ რეფორმის საფუძველზე საბავშვო ბაღის აღმზრდელები აღმზრდელი პედაგოგები გახდებიან. აქედან გამომდინარეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და არაერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს