„ას ჯორჯია-დირსის“ საინფორმაციო ტური აზერბაიჯანში

კომპანია „ას ჯორჯია-დირსმა“, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქში- ბაქოში უმასპინძლა.

ქ. ბაქოში, კომპანია „ას ჯორჯია- დირსის“ - „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის პროექტის მეორე ეტაპის წარდგენა გაიმართა, რომელიც 75 000 მ2 ევროპული ტიპის პარკსა და მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ბულვარს მოიცავს. 2 კმ-მდე გაგრძელებულ ბულვარზე განთავსდება ღია კაფეები, ველობილიკი, კომერციული ობიექტები, ხოლო პარკში, სადაც 5000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება, ყველა ასაკის ადამიანისთვის, სხვადასხვა ტიპის სივრცეები მოეწყობა. ინვესტიციის ღირებულება 9 000 000 ლარს შეადგენს. გარემო შშმ პირების საჭირობებებზე სრულად ადაპტირებულია.

ქართველ ჟურნალისტებს „დირსის“ სამომავლო ინვესტიციის გეგმები თავად კომპანიის დამფუძნებელმა, შაჰინ მოვსუმოვმა გააცნო, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეა.

მოწვეულმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს კომპანიის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „რენესანს პალასი“ და ვილების კომპლექსი „ვილა სიენა“.

საქართველოში უმსხვილესმა ინვესტორმა, რეგიონის წამყვანმა დეველოპერულმა ჰოლდინგმა „ას გრუპ ინვესტმენტმა,” ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის „დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს. ამ დროისთვის, „ას გრუპ ინვესტმენტს” რამდენიმე ქვეყანაში 40 პროექტი წარმატებით აქვს შესრულებული, მათ შორის არის ლუქს და პრემიუმ კლასის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების, ვილების, ადმინისტრაციული შენობების, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები.

დირსის „ქალაქი ქალაქში“ პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და საბოლოოდ ინვესტიცია მილიარდ ნახევარ დოლარს გადააჭარბებს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა