სუს-ი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ წუხელ, დედაქალაქის ქუჩებში უკანონო სააგიტაციო მასალებს სუს-ის თანამშრომლები აკრავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წუხელ დედაქალაქის ქუჩებში უკანონო სააგიტაციო მასალებს სუს-ის თანამშრომლები აკრავდნენ.

„დასახელებული პირი არ არის და არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ეს არის ცრუ ინფორმაცია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში.

როგორც ცნობილია, „ძალა ერთობაშია" აუდიტის სამსახურს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავს და მოითხოვს, რეაგირება მოახდინონ თბილისში წუხელ მომხდარ ფაქტზე.

კერძოდ, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, წუხელ დედაქალაქის ქუჩებში სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები აკრავდნენ უკანონო სააგიტაციო მასალებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

"ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ფაქტი, რომ სუს-ის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით აკრავენ პლაკატებს. პლაკატებზე არის ნეგატიური „ფეიქ კამპანია“. მე მესმის მათი, რადგან მათი კანდიდატი აგებს წინასწარი მონაცემებით არჩევნებში. ვის მოვთხოვოთ საქმის გამოძიება - სუს-ს? კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, სუს-ის აგენტი

გიორგი მანჯგალაძე, რომელიც არის მთავარი მოქმედი პირი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს