მამუკა ბახტაძე - საქართველო, ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 სახელმწიფოს შორისაა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი სისტემა დამკვიდრდა

ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას ადასტურებს ის, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში მოწინავე სახელმწიფოებთან მოხვდა.

„მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას. საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითებით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 სახელმწიფოს შორის არის, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან ძლიერი სისტემა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ პენიტენციურ სისტემაში არსებულ პროგრესს. თქვენ იცით რა უმძიმესი ვითარება ჩავიბარეთ ამ კუთხით. ჩვენი ქვეყანა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიაში მოხვდა“, - განაცხადა ბახტაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ