სტამბოლში The Washington Post-ის მიმომხილველი გაუჩინარდა

სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში შესვლის შემდეგ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ჰაშქაჯი გაუჩინარდა. ამის შესახებ ტელეარხი Habertürk იუწყება.

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშქაჯი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს.

Habertürk-ის ინფორმაციით, ჰაშქაჯის საკონსულოში დოკუმენტები უნდა აეღო და მალევე გამოსულიყო. ამასთან, მან გააფრთხილა საცოლე, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში ის უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ თურქულ-არაბულ ჟურნალისტურ საზოგადოებას. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ის უკვე წავიდა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ჰაშქაჯის პირად გვერდებზე ბოლო აქტიურობა 1 ოქტომბრით არის დათარიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვეულებრივად დღეში რამდენიმე პოსტს აქვეყნებს ან აზიარებს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?