საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ავტომანქანები ევროპული სტანდარტების კომუნიკაციის სისტემით აღიჭურვება

მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ავტომანქანები ევროპული სტანდარტების კომუნიკაციის სისტემით აღიჭურვება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „მოტოროლასთან“, რომელიც უწყებას ტექნიკით უზრუნველყოფს.

„დავასრულეთ მოლაპარაკებები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანია „მოტოროლასთან“. უახლოეს დღეებში მოვაწერთ კონტრაქტს ხელს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოში მთლიანად მოვაწესრიგოთ და დავარეგულიროთ კრიზისულ სიტუაციებში კავშირგაბმულობის პრობლემა. ყველა მეხანძრეს და მენეჯერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რაცია, მანქანები უნდა აღიჭურვოს, რაც ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. მომავალი წლიდან გვექნება ევროპული სტანდარტების, საერთაშორისო დონის კრიტიკული კომუნიკაციების სისტემა. იფარება ის ტერიტორიები, რომელზეც დღეს არ გვაქვს წვდომა, მაგალითად, ტყეები და ხანძრების დროს რთულია კომუნიკაცია, ამიტომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად კონტრაქტი 5,3 მილიონი ლარის ხარჯს ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს