ლევან დავითაშვილი - რთველი დასასრულს უახლოვდება, წელს საქართველოში რეკორდული მოსავალია

საქართველოში ყურძნის ასეთი მოსავალი არასოდეს დაფიქსირებულა, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ სექტორში ზრდის დადებითი ტენდენციებია.

„ვიცით, რომ დასასრულს უახლოვდება რთველი. წელს საქართველოში რეკორდული მოსავალი დაფიქსირდა. წლევანდელი მოსავალი საკმაოდ ბევრი იყო და ინდუსტრიულად გადამუშავებულია 200 ათას ტონამდე ყურძენი საქართველოს მასშტაბით. საქართველოში ასეთი მოსავალი არასოდეს დაფიქსირებულა. დაახლოებით 300 მლნ ლარამდე თანხა არის გადახდილი მევენახე ფერმერებისათვის, რაც ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე. აქ ჩვენ ძირითადად აღრიცხვას ვაწარმოებთ კახეთის რეგიონში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონი, სადაც გამორჩეული ადგილწარმოების დასახელების ღვინო - ხვანჭკარა იწარმოება. 1000 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია და ამდენი ყურძენი აქაც არასოდეს მოგვიწევია. ჩვენი ტენდენცია არის მზარდი, შენდება დამატებითი ვენახები, სანედლეულო ბაზა იზრდება, იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი, მოცულობა, კომპანიათა რაოდენობა და ეს მეტყველებს დადებით ტენდენციებზე, რომელიც ამ სექტორში გაგვაჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს