„თიბისი“ დაზღვევა და „თიბისი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს 1-ელი ოქტომბრიდან ახალ მომსახურებას სთავაზობს

„თიბისი“ დაზღვევა და „თიბისი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს 1-ელი ოქტომბრიდან ახალ მომსახურებას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ბიზნესის დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან უკვე ბანკიდან იქნება შესაძლებელი.

მათი ინფორმაციით, დღეს ბანკში იურიდიული პირებისთვის სამი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, კომბინირებული ბიზნეს დაზღვევა.

ავტომობილის დაზღვევა მოიცავს: ავტომობილისა და მგზავრების, უბედური შემთხვევისა და მესამე პირთა მიმართ ავტოპასუხისმგებლობის რისკების დაზღვევას.

ქონების დაზღვევა მოიცავს: შენობა-ნაგებობების, რემონტის, მანქანა-დანადგარების, ელექტრო მოწყობილობებისა და მარაგების დაზღვევას.

ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესს თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკი მათზე მორგებულ ახალ კომბინირებულ პროდუქტს - ბიზნესის დაზღვევას სთავაზობს. ბიზნესის დაზღვევა სამ პროდუქტს აერთიანებს: შენობა-ნაგებობების დაზღვევას, ქონების დაზიანებას და ბიზნესის შეფერხებას.

„ეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის თიბისი დაზღვევის სერვისები მაქსიმალურად მოხერხებული და ადვილად მისაწვდომი იყოს. სადაზღვევო სერვისის ბანკში შეძენა ჩვენი კლიენტების დროსა და ენერგიას ზოგავს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად მუშაობს პროდუქტების და დაზღვევის სერვისების გაუმჯობესაბასა და მოქნილობაზე“, - განაცხადა „თიბისი“ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა და „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა ღაძაძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაზღვევო პროდუქტების შეძენა დღეიდან ბანკის 20 ფილიალში უკვე შესაძლებელია და მომხმარებლებმა ბანკში იურიდიულ პირთა გაყიდვების კონსულტანტს, ან ბიზნეს ბანკირს უნდა მიმართონ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ