თსუ-ში ფრანგულ-ქართული ერთობლივი პროექტები განხორციელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბორდოს (საფრანგეთი) უნივერსიტეტს შორის ნეირომეცნიერების, მათემატიკური ანალიზის, არქეოლოგიის, ღვინის ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფრანგულ- ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პერსპექტივები დაიგეგმა თსუ–ს რექტორ გიორგი შარვაშიძესა და ბორდოს უნივერსიტეტის პრორექტორ სტეფანი დებეტს შორის გამართულ შეხვედრაზე.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბორდოს უნივერსიტეტის პრორექტორთან, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთან ნევროლოგიის მიმართულებით. განვიხილეთ უამრავი საკითხი და შევთანხმდით სამომავლო ურთიერთობაზე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, ნევროლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. შევთანხმდით, რომ მომავალში ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ, რომელთაც წარვადგენთ დასაფინანსებლად ევროპულ საგრანტო კონკურსებზე. ვიმედოვნებთ, რომ ბორდოს უნივერსიტეტი ჩაებმება ფრანგულ- ქართულ ინიციატივაში, რომელიც გულისხმობს, რამდენიმე უნივერსიტეტისა და პროგრამის მასპინძლობას საქართველოს უნივერსიტეტებში,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ რექტორთან შეხვედრაზე სწორედ იმ პოტენციურ მიმართულებებზე გვქონდა საუბარი, რომელთა ფარგლებშიც ბორდოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალში ითანამშრომლებენ,“ - აღნიშნა სტეფანი დებეტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა