თამარ ჩუგოშვილი - ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს დანაშაულების ჩადენა და თავად უარს ამბობს ჩვენებების მიცემაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა ფიგურანტმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არასერიოზულია, სახელმწიფოს დააბრალო დანაშაულის ჩადენა და გამოძიებასთან არ ითანამშრომლო.

„ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი - მაქსიმალურად სწრაფად უნდა დადგინდეს ფაქტები, რადგან საკმაოდ ხმაურიანი ბრალდებებია და ეს ბრალდებები აზიანებს სახელმწიფოს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად გაეცეს პასუხები. მეორე - მნიშვნელოვანმა ფიგურანტებმა, რომლებიც უშუალოდ საუბრობენ ამ ჩანაწერში, ჩვენებები მისცენ გამოძიებას, ეს მათი ვალდებულებაა. თუ ასეთ დანაშაულზე საუბრობენ, გამოძიებას მისცენ საშუალება, რომ გამოძიება წინ წავიდეს. მესამე - დღეს იყო დაყენებული ბიუროს სხდომაზე, ამაზე ჩემი პოზიცია გამომდინარეობს პირდაპირ კანონის მოთხოვნებიდან, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კონტროლი, როგორც ამად აღიქვამს ოპოზიცია, არ არის სწორად აღქმული, საპარლამენტო კონტროლი არ ნიშნავს გამოძიების ნაცვლად საქმის გამოძებას. ის არ შეიძლება განხორციელდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, თუ ეს არ არის საგამოძიებო კომისია, სხვა ფორმატების გამოყენება არაა სწორი. ის რომ პარლამენტი ამ თემას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას და ის, რომ პარლამენტი არის ადგილი პრობლემებზე სამსჯელოდ, ნამდვილად ასეა, თუ გვინდა საქმის გამოძიება, მაშინ ეს გამოძიება საპარლამენტო უმცრესობამ კი არ უნდა აწარმოოს, არამედ ფიგურანტები უნდა მივიდნენ და მისცენ ჩვენებები.

რაც შეეხება განცხადებას, არ ვიცი როგორი არასერიოზული განცხადებაა, ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს დანაშაულების ჩადენა და უარს ამბობს ჩვნებების მიცემაზე. ზუსტად ასეთი ქცევები აჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც საუბრობენ. დანარჩენზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს