კომპანია Colliers International ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი გამოფენის ერთ-ერთი სპონსორია

2 ოქტომბერს, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური გამოფენა - Cityscape Global 2018 დაიწყო. სითისქეიფი ბიზნეს-ჰაბია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და უძრავი ქონების პროფესიონალებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა Dubai World Trade Centre-ში მიმდინარეობს და 4 ოქტომბრამდე 300 მონაწილეს უმასპინძლებს.
Cityscape Global 2018 კონფერენციით გაიხსნა. კონფერენციის ერთი-ერთი სპონსორი Colliers Iternational იყო, რომელიც თავისი სახელის ქვეშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 69 ქვეყნის უძრავი ქონების ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს მოიცავს.
Cityscape Global 2018-ში წელს სპეციალური მოწვევით Colliers International Georgia-ც მონაწილეობს. კომპანია გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, პროექტებს და ინვესტირების შესაძლებლობებს გააცნობს. პროექტები უმეტესად საცხოვრებელ და სასტუმრო მიმართულებითაა წარმოდგენილი.
გამოფენაზე კიდევ ერთხელ, ცხადად დაფიქსირდა საქართველოში ინვესტირების მიმართ მზარდი ინტერესი. Colliers International Georgia-ს განცხადებით, კომპანია აქტიურად იწყებს მუშაობას ახალი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემს დეველოპერებს პროექტების სრული ასორტიმენტი წარადგინონ მომავალი წლის გამოფენაზე და Cityscape Global-ის მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პროდუქტი.
(R)

























