სოფიო ქაცარავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის პლატფორმა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ პარტნიორებს ველაპარაკო საქართველოზე, რომელიც პროგრესზეა ორიენტირებული

4-6 ოქტომბერს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად სამუშაო თემას კონფლიქტები, უსაფრთხოების დიალოგის ხელშეწყობა წევრ ქვეყნებს შორის და ეკონომიკური კავშირები წარმოადგენს.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას შეეხება, მონაწილეებს გაუზიარებს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტების შესახებ, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის პლატფორმა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს პარტნიორებს ველაპარაკო საქართველოზე ერთი მხრივ, როგორც დიდი გამოწვევის წინაშე მდგარ ქვეყანაზე და მეორე მხრივ, ქვეყანაზე, რომელიც მხოლოდ განვითარებაზე, მომავალზე და პროგრესზეა ორიენტირებული", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავა, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს და გასული წლის სხდომებს და აქტივობებს მიმოიხილავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს