გერმანიის საინვესტიციო და განვითარების კომპანიამ (DEG) ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ტერაბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების კომპანიისგან (DEG) 10 მილიონი დოლარისა და 5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 28 სექტემბერს მოეწერა. ფინანსური რესურსი მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის გაზრდას მოხმარდება.

DEG-ისგან მოზიდული თანხა ტერაბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააფართოვოს ერთ-ერთი სტრატეგიული და წარმატებული მიმართულების - მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

„ეს ხელშეკრულება პირველი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ გერმანიის საინვესტიციო და განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობის კუთხით გადავდგით. ამგვარი გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტისგან გრძელვადიანი სესხის მიღება და ნდობის გამოცხადება ტერაბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ვაცნობიერებთ რა ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდეს როლს, DEG-ის მიერ გამოყოფილ რესურსს მთლიანად ამ სეგმენტის დაკრედიტებისკენ მივმართავთ“, - აღნიშნავს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

DEG ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, KfW-ის შვილობილია. მასთან განვითარებადი ქვეყნების არაერთ კომპანიას, გრძელვადიანი დაფინანსების თვალსაზრისით, მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ DEG ტერაბანკს ტექნიკურ მხარდაჭერას გარემოს დაცვის კუთხითაც უწევს და მას ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში ეხმარება.

ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში მას არაერთი საკრედიტო რესურსი აქვს მოზიდული. ბანკის მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს