„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 13,2% დავით ბაქრაძეს, 13% - გრიგოლ ვაშაძეს და 10,2% - სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით და დაფინანსებით, კომპანია „ბი-სი-ჯი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 13,2% გეგმავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს კანდიდატს“ დავით ბაქრაძეს დაუჭიროს მხარი; გამოკითხულთა 13% გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას აპირებს, ხოლო გამოკითხულთა 10.2% „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ასევე, ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, შალვა ნათელაშვილს მხარს 4.60% უჭერს; სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% აძლევს; ყველას გადახაზვას 7.20% აპირებს; ხოლო უარი პასუხზე - 5.5%-მა თქვა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 41,20%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რაც შეეხებათ იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას, ამავე კომპანიის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლების 29 % მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერდა. რეიტინგში მას მოჰყვებიან გრიგოლ ვაშაძე 28%-ით, სალომე ზურაბიშვილი 21%-ით, შალვა ნათელაშვილი 10%-ით, დავით უსუფაშვილი 6%-ით, სხვა კანდიდატები -6%.

„2018 წლის 4 ოქტომბერს „ევროპულმა საქართველომ“ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -95%.

ანალიტიკური გადანაწილება მოხდა 20-ზე მეტი დამატებითი კითხვის მეშვეობით, მათ შორის რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაზე, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა მოლოდინები, სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების შეფასება, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, მეორე არჩევანი, ვის არ მისცემდნენ არასდროს ხმას, მეორე ტურში გაკეთებული არჩევანი, ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს