საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა, მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ საქართველოს 55 წლის მოქალაქეს, რომელმაც რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე დანით ორი ადამიანი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ტასს“ მოსკოვის სატრანსპორტო პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 10 სექტემბერს კურსკის რკინიგზის სადგურის ერთ-ერთ დარბაზში ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დანით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, შემდეგ კი, ახალგაზრდა ქალს რამდენჯერმე დაარტყა დანა თავისა და მუცლის არეში.

პოლიციელებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მანამდე ბრალდებულს მკვლელობის მცდელობისთვის 11- წლიანი პატიმრობა აქვს მოხდილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა