პროკურორის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებების ერთობლიობაა, რომელიც „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ საქმის პროკურორის ირაკლი მირცხულავას განმარტებით, საქმეში არის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. როგორც პროკურორმა განმარტა, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სხვა გარემოებების გათვალისწინებით მიიღო. მირცხულავას შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებული იყო. არსებობდა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დასაბუთებული იყო სასამართლოს მიერ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაახლოებით 69 მოქალაქეა დაზარალებული. მათთან არის გაფორმებული ხელშეკრულებები ფიზიკური პირის გივი ჯიბლაძის მიერ, თითქოსდა ბინების შეძენასთან დაკავშირებით და ეს ხელშეკრულებები არ არის დადებული შპს „სვეტი დეველოპმენტთან“. შესაბამისად, „სვეტი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბად იქნა შექმნილი სამართლებრივი საფუძველი თითქოსდა ბინების გასხვისების და უფლების გადაცემის“, - განაცხადა ირაკლი მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სამშენებლო კომპანია "სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს