ნატო ჩხეიძე - „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას მივაწოდე მანქანის მარკისა და ნომრის შესახებ ინფორმაცია

„თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას მივაწოდე მანქანის მარკისა და ნომრის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხეიძის თქმით, მან გამოძიების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია მიაწოდა.

„გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს გავეცი სწორი და ამომწურავი პასუხები. მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და აგრეთვე გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვგულისხმობ მანქანის მარკასა და ნომერს „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით. სად გადაიტანეს და რაში გამოიყენეს ეს თანხა, სწორედ ეგ არის ძირითადი საკითხი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება უპასუხებს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძემ „ომეგა ჯგუფის“ დაფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და გამოძიების კითხვებს უპასუხოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს