რუმინეთში ქორწინების დეფინიციის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

დღეს და ხვალ რუმინეთში ტარდება რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი არ აღიარებს ქორწინებებს ან სამოქალაქო კავშირებს ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის და რეფერენდუმის შედეგები ამას ვერ შეცვლის.

ქვეყნის კონსტიტუციის 48-ე მუხლი ამბობს, რომ ოჯახი არის „მეუღლეების თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ქორწინება“. თუ რუმინელების უმრავლესობა რეფერენდუმზე გატანილ კითხვას დადებითად უპასუხებს, კონსტიტუციაში მეუღლეების ნაცვლად მამაკაცი და ქალი იქნება ნახსენები.

რეფერენდუმის მხარდამჭერი კოალიციის თავმჯდომარე მიჰაი გეორგიუს განცხადებით, მათ სურთ საკონსტიტუციო დონეზე დაიცვან ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის ჩასატარებლად 2015 წლიდან კონსერვატიულმა და რელიგიურმა ჯგუფებმა 3 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი რუმინეთის პარლამენტმა და სენატმაც დაუჭირეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო