„ბატა საქართველო“ 25 წლისაა

25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბატა“ იწყებს საიუბილეო კამპანას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს. 6 ოქტომბრიდან „ბატას“ ქსელში მისული მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მითითებულ კოლექციაზე.

„ბატას“ პირველი მაღაზია კომპანია „აი სი არ“-მა თბილისში, 1993 წელს გახსნა, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ეს იყო პირველი საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დღესდღეობით, „ბატა“-ს საქართველოში 13 მაღაზია აქვს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო ბრენდი მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5000 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნა „ბატას“ უახლესი კონცეფციის, რიგით მეცამეტე მაღაზია. აქ ისევე, როგორც ბატას ისტორიულ მაღაზიაში, ჭავჭავაძის 11-ში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება „ბატას“ კოლექციასთან ერთად აღმოაჩინოს და შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდების - ნაიკი, ადიდასი,პუმა, ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, რომლის ხარისხი და ღირებულება ბატას ბრენდის საფასო პოლიტიკის შესაბამისია.

დამატებითი ინფორმაცია: „აი სი არ ჯგუფი” უკვე 25 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საცალო ვაჭრობის და მომსახურების სფეროში. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარები, ავეჯის და გასტრონომიის საერთაშორისო ბრენდებს: „ბატა“, „ბამბინო“, “ეკკო“, „ჯეოქსი“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „ავ-ლაბი“, „კორსო იტალია“, „პარფოისი“, „ოკაიდი“, „ობაიბი“, „ჟაკადი“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“. ასევე გასტრონომიულ ბრენდებს „პომოდორისიმო“, „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „ტაბლა ექსპრესი“, „ფუდ ლაბი“ „აი სი არ ქეითერინგი“.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა